saqarTvelos mdinareebi - lasili
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სათავე | სვანეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა |
სიგრძე | 13 კმ |
აუზის ფართობი | 40 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.6 მ³/წმ |
მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3115 მ. სიგრძე 13 კმ. აუზის ფართობი 40 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა - შემოდგომა-ზამტარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,60 მ3/წმ.